Thursday, April 7, 2011

როგორ “ჩოლკებს” ატარებენ ვარსკვლავები

“ჩოლკა” საუკეთესო საშუალებაა მობეზრებული ვარცხნილობის გამოსაცოცხლებლად. ყოველთვის ძნელია შესაფერისი “ჩოლკის” შერჩევა. მაგრამ თუ დაუჯერებთ ჩვენს რჩევებს ეს პროცესი ასე რთულად აღარ მოგეჩვენებათ. უპირველეს ყოვლისა უნდა დაუკვირდეთ თქვენს პროპორციებს: სახის ოვალს, შუბლის სიმაღლეს, ცხვირის სიგრძეს, თმების სისქეს და წარბების ფორმას.




გრძელ სახეს უხდება წარბების ხაზის დამფარავი “ჩოლკა”. სასურველია, რომ ის იყოს რაც შეიძლება სქელი.
კვადრატული ფორმის სახეს კი გამოხშირული “ჩოლკა” უხდება, რაც სახის ნაკვთებს დაარბილებს. ამ დროს თქვენი ერთგვარი კოზირია მაღალი ვარცხნილობა, არ დაგავიწყდეთ რამოდენიმე კულულის გვერდებზე ჩამოგდება.
მრგვალი სახის პატრონებმა აუცილებლად გაიკეთეთ ირიბი, ბოლოებჩამოწეწილი “ჩოლკა”. არამცდაარამც არ მოგიხდებათ სწორი, სქელი “ჩოლკა”.


მაღალი შუბლი – მოგიხდებათ სქელი, სწორი “ჩოლკა”, რომელიც წარბების დონეზე იქნება შეჭრილი. არასოდეს შეიჭრათ მოკლედ, რადგან ეს თქვენს მაღალ შუბლს კიდევ უფრო გამოკვეთავს.
დაბალი შუბლი – თქვენთვის ზედგამოჭრილია ღრმა, თითქმის კეფიდან დაწყებული სწორი “ჩოლკა”.
განიერი ყბები – ასეთი სახის მქონე მანდილოსნებმა უნდა ატარონ განიერი, გრძელი, ყბებზე ჩამოშვებული ჩოლკა და გვერდებზე გრძელი კულულები.
რამოდენიმე პატარა, აუცილებელი წესი, რომელიც გამოგადგებათ “ჩოლკის” შეჭრისას:
1) შეიჭერით “ჩოლკა” აუცილებლად სველ თმაზე, ასე ხაზი უფრო სწორი გამოგივათ.
2) სიგრძის გაზომვისას გახსოვდეთ, რომ თმა როცა გაშრება ერთი-ორი საინტიმეტრით მაღლა აიწევს.

No comments:

Post a Comment